English / ქართული / русский /
ლაშა კელიხაშვილი
განათლება როგორც სოციალური უთანასწორობის გამომწვევი ფაქტორი

ანოტაცია

სოციალური უთანასწორობა და მისი გამომწვევი მიზეზები აქტუალური საკითხია ეკონომიკური მეცნიერებისთვის. საბაზრო ეკონომიკის პირობებში სოციალური უთანასწორობის შემცირება ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს წარმოადგენს და ეს საკითხი საქართველოსთვისაც აქტუალურია.

სტატიის მიზანია, გააანალიზოს სოციალური უთანასწორობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან - ადამიანისეულ კაპიტალსა და მოსახლეობის ერთ სულზე მთლიან შიდა პროდუქტთან ურთიერთკავშირში.

საკვანძოსიტყვებისოციალური უთანასწორობამოსახლეობის კვალიფიკაციის დონეეკონომიკური ზრდა.

შესავალი

სოციალური უთანასწორობა საბაზრო ეკონომიკის მახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს, რომლის შემცირებაც სახელმწიფოს ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. თუმცა, მასთან ბრძოლისას სახელმწიფოს როლი არა მის სრულ აღმოფხვრაში, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ სოციალური უთანასწორობა ეკონომიკის სხვა მაჩვენებლებზეც ახდენს გავლენას რასთან დაკავშირებითაც, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს მისი გავლენა ეკონომიკურ ზრდასა და ადამიანისეულ კაპიტალზე. ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ უთანასწორობასა და ადა-მიანისეულ კაპიტალს შორის არსებული ურთიერთკავშირის კვლევის საფუძველზე 1988 წელს ოდედ გალორისა და ჯოზეფ ზეირას მიერ შემუშავებულ იქნა მოდელი, რომელიც გალორ-ზეირას მოდელის სახელითაა ცნობილი [Galor O. Zeira J. 1988].

მიუხედავად იმისა, რომ არ ითვალისწინებს სოციალურ უთანასწორობასა და ეკონომიკურ ზრდას შორის კავშირს, აღნიშნული მოდელით მიღებული შედეგი გარკვეულწილად თანხვედრაშია რობერტ სოლოუს ეკონომიკური ზრდის ნეოკლასიკურ მოდელთან, რომელშიც გრძელვადიან პერი-ოდში, ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორად ტექნოლოგიური პროგრესი, მათ შორის  ადამიან-ისეული კაპიტალი განიხილება [Solow R. 1956].

 * * *

ოდედ გალორისა და ჯოზეფ ზეირას ეკონომიკური მოდელი, რომელიც განიხილავს დამოკი-დებულებას სოციალურ უთანასწორობას, განათლებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის, მარტივი ინტერპრეტაციით გამოსახულია დიაგრამა 1-ზე.

 

 დიაგრამა 1

წყარო: Galor O. Zeira J. „Income Distribution and Macroeconomics“,  Working Paper No. 89-25, Brown University, 1988.

აღნიშნული მოდელის მიხედვით, სოციალური უთანასწორობის მაღალი დონის პირობებში განათლებაზე ხელმისაწვდომობის ხარისხი დაბალია, რაც სოლოუს ეკონომიკური ზრდის ნეოკლასიკური მოდელით ეკონომიკური ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად ზღუდავს [Galor O. Zeira J. 1988].

 მოცემულ ნაშრომში სოციალურ უთანასწორობას, განათლებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის ურთიერთდამოკიდებულების დასადგენად გამოვიყენეთ სამი პარამეტრი:

1. GDP მოსახლეობის ერთ სულზე გადაანგარიშებით (ნომინალურ გამოსახულებაში). ამასთანავე, ანალიზისთვის გამოყენებულია არა ამ მაჩვენებლის აბსოლუტური, არამედ მისი გალოგარითმებული მნიშვნელობები.

2. მოსახლეობის ყველაზე დაბალი შემოსავლების მქონე 20%-ის შემოსავლების წილი, რომელიც შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებლადაა გამოყენებული

3. კვალიფიციური მოსახლეობის მაჩვენებელი ინდექსი. აღნიშნულ ინდექსად აღებულია მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული ინდექსის - „Knowledge Economic Index”-ის შემადგენელი ერთ-ერთი პარამეტრი.

ინფორმაცია ზემოხსენებული მაჩვენებლების შესახებ, 76 ქვეყნისთვის აღებულია მსოფლიო ბანკისა და www.knoema.com მონაცემთა ბაზიდან. სანამ უშუალოდ სოციალურ უთანასწორობასა და ადამიანისეულ კაპიტალს შორის კავშირს გავაანალიზებთ, მოკლედ მიმოვიხილოთ საქართველოში არსებული მდგომარეობა აღნიშნული მაჩვენებლების თვალსაზრისით.

შემოსავლების განაწილება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოში, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში, ერთ-ერთი ყველაზე უთანაბროა. დიაგრამა 2-ზე გამოსახულია შემოსავლების განაწილების დინამიკა ბოლო 16 წლის მანძილზე აღმოსავლეთ ევროპის, მათ შორის პოსტსაბჭოთა რამდენიმე ქვეყნისთვის. აღნიშნულ ქვეყნებს შორის, საქართველოში, უღარიბესი 20%-ის შემოსავლის წილი ქვეყნის მთლიანი შემოსავლის 6%-ზე დაბალია და ყველა სხვა ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელს ჩამორჩება. ამასთანავე, 2001 წლიდან მოყოლებული, აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოში მცირედ, თუმცა მაინც გაუარესების ტენდენციით ხასიათდება.

 

 დიაგრამა 2. მოსახლეობის უღარიბესი 20%-ის შემოსავლების წილი მთლიან შემოსავლებში

წყარო: www.worldbank.org

რაც შეეხება ადამიანისეულ კაპიტალს, აღნიშნული მაჩვენებლის როლში  მოცემულ კვლევაში გამოვიყენებთ მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული KEI ინდექსის (knowledge economic index)  ერთ-ერთ შემადგენელ პარამეტრს, რომელიც ქვეყანაში მოსახლეობის კვალიფიკაციის დონეს ასახავს. აღნიშნული ინდექსის მნიშვნელობა 1-10 ინტერვალიან სკალაშია მოქცეული. რაც უფრო მაღალია ქვეყანაში მოსახლეობის კვალიფიკაციის დონე, ინდექსის მნიშვნელობა მით მაღალია და პირიქით. მსოფლიოს 135 ქვეყნისთვის აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა 2014 წლისთვის გამოსახულია დიაგრამა 3-ზე. საქართველოსთვის აღნიშნული ინდექსის მნიშვნელობა დაახლოებით 6-ის ტოლია და ჩამორჩება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობას. მთლიანობაში კი, აღნიშნულ 135 ქვეყანას შორის 53-ე ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ინდექსის მნიშვნელობა 2002 წლის შემდეგ არაარსებითად - 0,5 ით გაუმჯობესდა.

 

 დიაგრამა 3. მოსახლეობის კვალიფიკაციის მაჩვენებელი ინდექსი

წყარო:www.worldbank.org ,  www.knoema.com, ავტორის გამოთვლები.

მთლიანობაში, დამოკიდებულება შემოსავლების განაწილებას, მოსახლეობის კვალიფიკაციის დონესა და მოსახლეობის ერთ სულზე მთლიან შიდა პროდუქტს შორის მოცემულია დიაგრამა 4-ზე.

 

 დიაგრამა 4. დამოკიდებულებაშ ემოსავლების უთანაბრობას, მოსახლეობისკ ვალიფიკაციის დონეს და მოსახლეობის 

ერთ სულზე მთლიან შიდა პროდუქტს შორის

წყარო:www.worldbank.org ,  www.knoema.com, ავტორისგამოთვლები.

როგორც დიაგრამა გვიჩვენებს, გარკვეული კავშირი შეინიშნება ერთი მხრივ, შემოსავლების განაწილებასა და მოსახლეობის ერთ სულზე მთლიან შიდა პროდუქტს შორის, მეორე მხრივ კი შემოსავლების განაწილებასა და ქვეყანაში მოსახლეობის კვალიფიკაციის დონეს შორის.

აღნიშნული კავშირის რიცხობრივი შეფასებისთვის გამოთვლილი კორელაციის კოეფიციენტის მნიშვნელობები სამივე ცვლადისთვის მოცემულია ცხრილ 1-ში. მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ დამოკიდებულება შემოსავლების უთანაბრო განაწილებასა და განათლებას შორის საკმაოდ მჭიდროა. დამოკიდებულება შემოსავლების განაწილების უთანაბრობასა და მოსახლეობის ერთ სულზე მთლიან შიდა პროდუქტს შორის კი შედარებით სუსტია. ამასთანავე, ვინაიდან კორელაციის კოეფიციენტს დადებითი მნიშვნელობა გააჩნია, შეიძლება დასკვნის სახით ითქვას, რომ ქვეყანაში მოსახლეობის კვალიფიკაციის დაბალი დონე შემოსავლების უთანაბრო განაწილების განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 ცხრილი 1 

 

შემოსავლების განაწილება

განათლება

GDP მოსახლეობის ერთ სულზე

შემოსავლების განაწილება

1

0

0

განათლება

0.4742

1

0

GDPმოსახლეობის ერთ სულზე

0.2357

0.8263

1

წყარო:www.worldbank.org ,  www.knoema.com, ავტორისგამოთვლები.

 დასკვნა

სოციალურ უთანასწორობას, მოსახლეობის კვალიფიკაციის დონესა და მოსახლეობის ერთ სულზე მთლიან შიდა პროდუქტს შორის დამოკიდებულების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მნიშვნელო-ვანი კავშირი შეინიშნება სოციალურ უთანასწორობასა და მოსახლეობის კვალიფიკაციას, ე.წ. ადა-მიანისეულ კაპიტალს შორის. კერძოდ, შემოსავლების განაწილების უთანაბრობა შედარებით დაბალია იმ ქვეყნებში, რომლებშიც მაღალია მოსახლეობის კვალიფიკაციის დონე და პირიქით. გარკვეული კავშირი შეინიშნება ასევე, მოსახლეობის ერთ სულზე მთლიან შიდა პროდუქტსა და შემოსავლების განაწილებას შორის. საქართველო შემოსავლების განაწილების უთანაბრობით აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე იმყოფება. ანალოგიური სიტუაციაა მოსახლეობის არაკვალიფიციურობის თვალსაზრისითაც, რაც შემოსავლების უთანაბრობის შემცირებას გადაუჭრელ პრობლემად ტოვებს.

 გამოყენებულილიტერატურა

  1. Galor O. Zeira J. „Income Distribution and Macroeconomics“,  Working Paper No. 89-25, Brown University, 1988.
  2. Group of authors, International monetary fund. Causes and Consequences of Income Inequality: A Global Perspective. 2015
  3. Stiglitz J. “Inequality and Economic Growth”, Columbia University, 2015
  4. Solow R.. "A contribution to the theory of economic growth"Quarterly Journal of EconomicsOxford Journals. 1956
  5. Castelló A, Doménech R. “HUMAN CAPITAL INEQUALITY AND ECONOMIC GROWTH: SOME NEW EVIDENCE”, The economic Journal. 2002.
  6. A.Berg and J.Ostry, ‘Inequality and unsustainable Growth: Two Sides of the Same Coin?’ IMF Staff Discussion Note No. 11/08, April 2011, International Monetary Fund.
  7. www.worldbank.org
  8. www.knoema.com